14:49 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-26 10:25:47, 977 ნახვა

პოლიტიკა
სერგეი ლავროვი: საქართველოსთან ფრენებს აღვადგენდი, მგონია, ეს სწორი ნაბიჯი იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ის საქართველოსთან ავიამიმოსვლას აღადგენდა, - ამის შესახენ დიპლომატმა "კომერსანტთან" ინტერვიუში განაცხადა. 

ამასთან, რუსი დიპლომატის მტკიცებით, ის ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოსთან მეგობრობას. 

"საქართველოსთან პირდაპირ ფრენებს აღვადგენდი. მგონია, რომ ეს იქნება სწორი, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გაიაზრა იმ პროვოკაციული ხრიკის კონტრპროდუქტიულობა, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოხდა. მაშინ, ოპოზიციურმა პარტიებმა უხეშად ჩაშალეს ეს ღონისძიება და შემდეგ რუსეთს დააბრალეს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რამაც თითქოს რუსოფობიური კამპანია გააღვივა. მაგრამ, იქ არაფერი მომხდარა შეთანხმებული პროცედურის გარდა, რომელიც მძვინვარე ხალხის ჯგუფმა შეაჩერა. მათ სხვათაშორის წინასწარ მომზადებული პლაკატები ჰქონდათ. ისინი ამას გააზრებულად აკეთებდნენ. რუსოფობიური ისტერიის მიზეზი დარბაზში რუსული დელეგაციის გამოჩენა ნამდვილად არ ყოფილა. ყოველთვის მხარს ვუჭერდი საქართველოსთან მეგობრობას", - განაცხადა სერგეი ლავროვმა. 

გარდა ამისა, ლავროვის თქმით, 2019 წლის ზაფხულში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი უნდა გაუქმებულიყო და შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. თუმცა, როგორც ლავროვმა განმარტა, ივნისის მოვლენებმა ეს პროცესი უკან დახიეს. 

"ეს არ იყო ადვილი. საბოლოოდ, ვლადიმერ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამას გავაკეთებდით, რათა ხალხებს კომუნიკაციის დამყარების საშუალება ჰქონოდათ და ტურიზმის განვითარებას ხელი შეწყობოდა. ივნისის გამოხტომამ, რა თქმა უნდა, უკან დახია მთელი პროცესი", - განაცხადა ლავროვმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics