|
2019-09-25 17:37:11, 1719 ნახვა
საზოგადოება
მოსამართლეობის კანდიდატი შოთა გეწაძე - ექსტრემალური ვითარების გარდა, აბორტი უნდა აიკრძალოს, რაა ამაში უცნაური
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, შოთა გეწაძე მიიჩნევს, რომ ექსტრემალური ვითარების გარდა, აბორტი უნდა აიკრძალოს. მისი აზრით, აბორტი ნებადართული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევებში თუ : თუ ნაყოფის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, თუ დედის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, თუ ნაყოფის ჩასახვა გაუპატიურების ან ინცესტის გზით მოხდა. მოსამართლეობის კანდიდატს აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებით კითხვა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ დაუსვა. "აბორტის ტოტალურ აკრძალვაზე მე არ ვსაუბრობ. პირიქით, მე ამის წინააღმდეგ გამოვდივარ. მე დავწერე, რომ აბორტის სრულად აკრძალვა არის გულუბრყვილობა, არ შეიძლება. არცერთ ქვეყანაში არ გაამართლა, გადაინაცვლა იატაკქვეშეთში. თუ ნაყოფის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, თუ დედის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, თუ ნაყოფის ჩასახვა მოხდა გაუპატიურების გზით, ინცესტის გზით, ასეთ დროსაც ვეთანხმები", - განაცხადა გეწაძემ. მის პასუხზე დეპუტატმა შემდეგი რეპლიკა თქვა: "ანუ ექსტრემალური ვითარებების გარდა აბორტი უნდა აიკრძალოს?". "დიახ, რა არის ამაში უცნაური?!", - მიუგო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)