13:42 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-25 16:11:37, 1690 ნახვა

პოლიტიკა
„წესიერებისკენ შენ ნუ მომიწოდებ ბიჭო!“ - ხმაური პარლამენტში

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანიდატ შოთა გეწაძეს უსმენენ კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ერთამანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოსამართლეობის კანდიდატისთვის კითხვების დასასმელად გამოყოფილ დროზე მსჯელობას მოჰყვა.

დამოუკიდებელი დეპუტატები თავდაპირველად ითხოვდნენ  ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ დროით ესარგებლათ, რადგან, მათ ამაზე შეუთანხმდნენ. ოხანაშვილმა კი მათ ამის უფლება არ მისცა.

 ბექა ნაცვლიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ 14:00 საათზე მას შეხვედრა აქვს, რომლის დასრულების შემდეგ, დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის გამოყოფილი დრო შესაძლოა დასრულებული იყოს. დარბაზიდან გასვლისას ნაცვლიშვილმა ოხანაშვილს კიდევ ერთხელ ჰკითხა შეძლებდა თუ არა მოსამრთლეობის კანდიდატთან შეკითხების დასმას, რაზეც ოხანაშვილმა უპასუხა: „ბექა წადი, წადი შეხვედრაზე არ დაგაგვიანდეს“. აღნიშნულმა რეპლიკამ ნაცვლიშვილის გაღიზიანება გამოიწვია.

„წესიერებისკენ შენ ნუ მომიწოდებ, ბიჭო! ნუ აძლევ თავს ზედმეტის უფლებას“, - მიმართა ნაცვლიშვილმა ოხანაშვილს.

კომიტეტის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, ნაცვლიშვილს თავის გაკონტროლებისკენ მოუწოდა: „ბიჭო შენი სასწავლებელი მე არაფერი მაქვს, პარლამენტის წევრი ვარ თუ არა. ნახე რა, თავში აუვარდა“.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics