|
2019-09-25 13:10:02, 822 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში მცხოვრებ 11 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა
დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 ოჯახს ის საცხოვრებელი ფართები, რომელშიც წლებია ცხოვრობენ, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს ოჯახები წლების განმავლობაში ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. „ბინების დაკანონების პროექტი დიდი ხნის წინ დავიწყეთ, საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. უკვე ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ და ამ ოჯახების სიხარული მიხარია. დღეს, 11 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ აღნიშნულ ფართებში და მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბინები დაუკანონდება: გელა ჭედიას N1-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს; ამასთან, თბილისის მერის თქმით, ბინების დაკანონების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და ამ პროცესში რაიონული გამგეობები აქტიურად არიან ჩართულნი. „მინდა ამ ადამიანებს ბინების გადაცემა და დაკანონება მივულოცო. ჩვენ, რა თქმა უნდა, აღნიშნულ პროექტს გავაგრძელებთ, რადგან ასეთ მდგომარეობაში ძალიან ბევრი ოჯახია. მათ ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ. რაიონული გამგეობები, გამგებლები ამ პროცესში მაქსიმალურად არიან ჩართულნი. ვისაც გაქვთ ფართის დაკანონების სურვილი, გქონდეთ გამგეობებთან პირდაპირი კომუნიკაცია. მიაწოდეთ მათ საჭირო ინფორმაცია და ამას მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)