|
2019-09-25 10:11:47, 1023 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ახალ სტუდენტურ პროგრამას იწყებს
თიბისი ახალ სტუდენტურ პროგრამას 'თიბისი კემპს' იწყებს. პროგრამა ამ ეტაპზე ორ უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნეს სკოლასა და თავისუფალ უნივერსიტეტში განხორციელდება და მეოთხე კურსზე მყოფი ფინანსების სტუდენტების სასწავლო პროგრამაში ინტეგრირდება. სტუდენტები მთელი სემესტრის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპებს გაივლიან. პირველ ეტაპზე ისინი თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს დაესწრებიან, შემდეგ შეხვედრაზე ერთად განიხილავენ ბიზნეს-ქეისებს, რომლებიც მათ დავალებას უკავშირდება, ასევე გაივლიან კონსულტაციებს თიბისის წარმომადგენლებთან, ხოლო ბოლო ეტაპზე სტუდენტები ჟიურის წინაშე წარდადგენენ საბოლოო საინვესტიციო პროექტს. გარდა საგნობრივი შეფასებისა, ჟიურის რჩეული გუნდები მიიღებენ სპეციალურ ჯილდოს თიბისისგან. პროგრამის მთავარი მიზანი სტუდენტებისთვის რეალური სამუშაო გამოცდილების მიღების საშუალების შექმნა და მათთვის ფინანსური ბაზრების უკეთ გაცნობაა.
(R)
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“.
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)