|
2019-09-24 17:21:33, 1322 ნახვა
საზოგადოება
ბერთუბანში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საყრდენი კედელი შენდება
გლდანის რაიონში, ბერთუბნის დასახლებაში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე გზის ფრაგმენტი ჩაინგრა, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით კი საყრდენი კედლის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 105 გრძივ მეტრზე ბეტონის კედელი აშენდება. პროექტის ფარგლებში, იგეგმება გზიდან ეზოსთან დამაკავშირებელი რკინა-ბეტონის კიბის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 376 877 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ოცნების სახლი“ ახორციელებს. გრუნტის ჩამოშლის საფრთხის მოსახსნელად, წლის დასაწყისიდან დღემდე, გამგეობამ რაიონში ორი საყრდენი კედლის მშენებლობა უკვე დაასრულა, ბერთუბნის დასახლებაში კედლის მშენებლობა კი უახლოეს მომავალში დასრულდება. გარდა ამისა, წელს ბერთუბნის დასახლებაში - წყაროთუბნის ქუჩის მონაკვეთზე, დრანდის, ფარსმან ქველისა და ჯაბიძის ქუჩებზე, დაახლეობით, 3 000 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელიც მოეწყო.
(NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)