09:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 11:44:51, 4798 ნახვა

კომენტარი
​საპარლამენტო უმრავლესობა - თუ ბესელიას ფარული კადრებით მანიპულირების შესახებ ინფორმაცია აქვს, გამოძიებას უნდა მიაწოდოს

საპარლამენტო უმრავლესობა ყოფილი თანაგუნდელის ეკა ბესელიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მას აქვს ინფორმაცია პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გამოყენებით გარკვეულ ადამიანებზე ზეწოლის მოხდენის თაობაზე.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ აღნიშნა, ბესელია ვალდებულია მის ხელთ არსებული ინფორმაცია გამოძიებას მიაწოდოს.

"თუ მას ასეთი ინფორმაცია აქვს, მაშინ ეს არის დანაშაულის შესახებ ინფორმაცია და მისი არ გამჟღავნებით თვითონ ხდება დამნაშავე. თუ არ აქვს და ისე საუბრობს, პოლიტიკურად, რაც მისი მხრიდან ხშირად მოგვისმენია, ეს არის უბრალოდ ჭორაობა და მეტი არაფერი", - განაცხადა სოფო კილაძემ.

კიდევ ერთი დეპუტატი უმრავლესობიდამ, იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ბესელიას განცხადებას არასერიოზულს უწოდებს, თუმცა დასძინს, რომ ინფორმაციას არსებობის შემთხვევაში, მან გამოძიებას უნდა მიმართოს.

"ეს თუ მართლა განაცხადა ეკა ბესელიამ, მაშინ იგი ვალდებულია გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია, რადგან ეს შესაძლოა გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი. სერიოზულად ვერ მოვეკიდები ამ სიტყვებს", - აღნიშნა ოხანაშვილმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics