|
2019-09-23 16:22:38, 1484 ნახვა
საზოგადოება
საუნივერსიტეტო დასახლებაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, საუნივერსიტეტო დასახლებაში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. მირიანაშვილისა და სვანიშვილის ქუჩებზე, ჯამში, 11 861 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. აღნიშნულ დასახლებაში ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა. სამუშაოების ფარგლებში, ღია სანიაღვრე ქსელის მოწყობაც ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო. „საუნივერსიტეტო დასახლებაში წლების განმავლობაში, რთული მდგომარეობა იყო და მოსახლეობას გრუნტის გზაზე გადაადგილება უწევდა. ამ დასახლებაში 800-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გზის მოწესრიგება. უახლოეს მომავალში საუნივერსიტეტო დასახლება სრულად მოწესრიგდება და მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 137 248 ლარით დაფინანსდა. სამუშაოებს კომპანია „ცეკური“ აწარმოებს.
(NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)