|
2019-09-23 14:41:01, 790 ნახვა
საზოგადოება
დღეს „თიბისის“ ყველა ფილიალში სარაგბო განწყობაა
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად თიბისიმ კიდევ ერთი კამპანია წამოიწყო. დღეიდან, საქართველოს მასშტაბით მდებარე თიბისი ბანკის ყველა ფილიალის თანამშრომლები მომხმარებელს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო მაისურებით მოემსახურებიან. კამპანიის მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე ბორჯღალოსნების მხარდაჭერა და ქვეყანაში საგულშემატკივრო მუხტის და განწყობის შექმნაა. ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერი კამპანია რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის პირველ დღეს, 23 სექტემბერს დაიწყება. მაისურების კამპანია ბორჯღალოსნების თამაშის დღეებს - 23 სექტემბერს, 3 ოქტომბერს და 11 ოქტომბერს დაემთხვევა. მომხმარებლების ბორჯღალოსნების საგულშემატკივრო მაისურებით მომსახურება ერთადერთი წამოწყება არ არის, რომელსაც თიბისი რაგბის მსოფლიო თასზე ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად ახორციელებს. თიბისის ინიციატივით, უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც თბილისის ქუჩებში, გაჩერებებზე ქართველი მორაგბეებისა და რაგბის კავშირის გუნდის წევრების პორტრეტებია განთავსებული. გარდა ამისა, თიბისის ინიციატივით მომზადდა ანიმაციური ვიდეო, რომელიც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს ეძღვნება. ვიდეორგოლის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: stealing the sun - video რაგბის მსოფლიო თასი 2019 რიგით მეცხრე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც წელს აზიაში პირველად ჩატარდება. ჩემპიონატი 20 სექტემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრა 2 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ უკვე მეხუთედ ასპარეზობს. მორაგბეები D ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯის და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან ერთად ითამაშებენ. კერძოდ: 23 სექტემბერი - საქართველო-უელსი 29 სექტემბერი - საქართველო-ურუგვაი; 3 ოქტომბერი - საქართველო-ფიჯი; 11 ოქტომბერი - საქართველო ავსტრალია; მსოფლიო თასის სრული განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: http://site.rugby.ge/ka-GE/2019-MSOFLIO/
(R)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)