12:31 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-23 13:29:37, 1984 ნახვა

პოლიტიკა
გაბუნია: მეც მაინტერესებს, ვინ ურჩია პრეზიდენტს ამ ადამიანების შეწყალება - მე არ ვარ გარეული

პატიმრების შეწყალებაში არ ვარ გარეული და მეც მედიით გავიგე - მეც მაინტერესებს, ვინ ურჩია პრეზიდენტს კონკრეტული პირების შეწყალება, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რითაც  შეწყალების პროცესში მონაწილეობისა და კორუფციული გარიგების თაობაზე მის მიმართ არსებულ ბრალდებებს უპასუხა.

მისივე თქმით, შვებულებაში იყო და შეწყალებების შესახებ მედიით გაიგო.

„მე პრეზიდენტთან დავსვი კითხვები და მან მხოლოდ ის მითხრა, რომ შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა, როცა ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე იღებ გადაწყვეტილებას, ხომ შეიძლება ვინმეს კითხო... მე როცა დამიბარებენ პროკურატურაში, ამ საკითხს დავსვამ. არ ვიცი, ვისი რჩევით მოხდა შეწყალება. ვინ შეადგინა სია, ვინ ურჩია პრეზიდენტს და რატომ მოაწერა ხელი პრეზიდენტმა. ამაში არ ვარ გარეული“, - აღნიშნა დიმიტრი გაბუნიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics