|
2019-09-23 13:10:39, 1071 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძემ შეხვედრა ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის მთავარ ოფისში გამართა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მორიგი შეხვედრა ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის მთავარ ოფისში გამართა. ჯანდაცვის მინისტრი, მსოფლიო ბანკის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორს ადამიანური რესურსების საკითხებში ფაიდა საადის შეხვდა. მოლაპარაკებებს ასევე საქართველოს დელეგაციის სხვა წევრები და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უკვე მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე - „ჩვენი მიზანია ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობისთვის ჯიბიდან გადახდების შემცირება და თანხების მინიმალიზაცია, ამ მიმართულებით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შევთანხმდით გავაგრძელოთ ურთიერთთანამშრომლობა ყველა მიმართულებით, მათ შორის კლინიკების ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით“ მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები დასაქმებისა და სოციალური სფეროს განვითარების პერსპექტივითაც დაინტერესდნენ. უახლოეს მომავალში, საქართველოში მათი საპასუხო ვიზიტი დაიგეგმა.
(NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)