22:06 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-23 11:16:59, 6968 ნახვა

სამხედრო
საწვრთნელ ბანაკ „სორტაზე“ რეზერვისტების დასკვნითი შეკრება გაიმართა

აქტიური სარეზერვო სამსახურის საპილოტე პროგრამის პირველი წელი წარმატებით დასრულდა. დასავლეთ საქართველოს მასშტაბით რეზერვისტთა დასკვნითი შეკრება ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის საველე ბანაკ „ზემო სორტაზე“ გაიმართა. რეზერვისტებმა საჩვენებელი სწავლება გამართეს და სხვადასხვა სახის საშტატო იარაღიდან საწყისი და საკვალიფიკაციო სროლები განახორციელეს. წვრთნას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე, აშშ-ის „ვალიანტის“ (ყოფილი CUBIC- აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფი) ხელმძღვანელი, გრეგორი კანატა და ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

დასკვნით შეკრებაზე სარეზერვო ასეულებში ჩარიცხულმა რეზერვისტებმა ორი კვირის განმავლობაში ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორების დახმარებით, საცეცხლე მომზადება გაიარეს. პირველი ეტაპით მათი ინდივიდუალურ დონეზე მომზადება დასრულდება. მეორე წელი კი, რეზერვისტების ჯგუფურ მომზადებას დაეთმობა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა 2018 წლის 1 აგვისტოს დაიწყო. აქტიურ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები 5 წლის განმავლობაში მსახურობენ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საერთო ჯამში, რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წლიურად ხელზე ასაღები 2760 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics