|
2019-09-23 11:10:55, 1112 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ნაციონალური ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელებს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნაციონალური ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელებს შეხვდა. ორმხრივი მოლაპარაკება, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ცენტრის დირექტორთან, ენტონი ფაუჩთანაც გაიმართა. ეკატერინე ტიკარაძე, ამერიკული მხარის წარმომადგენლებს დეტალურად ესაუბრა მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, მათ შორის ინფექციების კონტროლის მიმართულებით. „საქართველოში შემუშავებული იქნება ახალი კრიტერიუმები. გაძლიერებულია, სამედიცინო დაწესებულებებში, ინფექციების კონტროლის მექანიზმები, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი სანქციები მოქმედებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდა ქართულ-ამერიკულ პროექტებზე, რომლებიც წლებია წარმატებით ხორციელდება. აშშ-ს ალერგიისა და ინფექცური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონ ფაუჩმა მინისტთან შეხვედრა ძალიან დადებითად შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა - „მინისტრთან დღევანდელი შეხვედრა იყო წარმატებული და პროდუქტიული. მას კარგად ესმის ჩვენს სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მეგობრობა საქართველოსთან გაგრძელდება, განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ჯანდაცის ამჟამინდელ მინისტრთან უფრო ხშირი თანამშრომლობა მოგვიწევს.“
(NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)