|
2019-09-22 09:38:46, 3558 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 270 შეტყობინება შევიდა
თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 21:00 საათისთვის შემოსულია 270 შეტყობინება, მათ შორის, ძირითადად, ხეების წაქცევის, ტოტების მოტეხვის, შენობების კედლებიდან გარე საფარის ჩამოშლის და სახურავების დაზიანების შესახებ. ყველა შემთხვევაზე გავიდნენ სამაშველო ჯგუფები. დოლიძის ქუჩაზე, ძლიერი ქარის შედეგად, მოტეხილი ტოტი ორ მოქალაქეს დაეცა. მამაკაცები მსუბუქად დაშავდნენ. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა. ასევე, დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი და ელექტროგადამცემი ხაზები. გარდა ამისა, დაფიქსირდა შეტყობინებები რუსთავში, სადაც ქარმა შენობებს სახურავები გადახადა და ხეები წააქცია, დაშავებული არავინაა. ქვეყნის მასშტაბით, სხვა ქალაქებში ქარის შედეგად გამოწვეულ ინციდენტებზე შეტყობინება არ შემოსულა. ამ დროისთვის შეინიშნება ქარის სიმძლავრის კლების ტენდენცია, შეტყობინებების შემოსვლის ინტენსივობა შემცირებულია.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)