|
2019-09-21 18:14:59, 4109 ნახვა
საზოგადოება
ნუცუბიძის ფერდობზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 23 სექტემბრის აღდგება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო. მათივე ცნობით, შესაბამისად, ნუცუბიძის ფერდობზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 22 სექტემბრის ნაცვლად 23 სექტემბრის 00:00 საათზე აღდგება. „შეგახსენებთ, რომ ნუცუბიძის ფერდობზე მოძრაობა აკრძალულია პაატა დათუაშვილის ქუჩასა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთზე (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე). შესაბამისად, ბესარიონ ჟღენტისა და ავთო ვარაზის ქუჩებიდან პაატა დათუაშვილის ქუჩისკენ შეხვევა შეზღუდულია. ასევე, შეუძლებელია პაატა დათუაშვილისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩებთან დაკავშირება ნუცუბიძის ფერდობის მე-3 მიკრორაიონიდანაც, ხოლო ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის შესახვევიდან მოძრაობა დაშვებულია ივანე ბერიტაშვილის, მუხრან მაჭავარიანის და ლეო კვაჭაძის ქუჩების მიმართულებით. უსაფრთხოებისა და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ზემოაღნიშნულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)