|
2019-09-21 12:25:41, 1721 ნახვა
საზოგადოება
PSP მომხმარებელს ცნობილ კორეულ ბრენდს „მიზონს“ სთავაზობს
20 სექტემბერს სასტუმრო „სტამბაში” PSP-მ კორეული ნატურალური კოსმეტიკური ბრენდი „მიზონი“ წარადგინა. ეს კიდევ ერთი სიახლეა ქართულ-კორეული ბიზნეს ურთიერთობების მიმართულებით. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდა PFD-ს აღმასრული დირექტორი ბატონი ქუანგ ნანგუნგი. PFD ბრენდი „მიზონის“ მწაროებელი კომპანიაა. ღონისძიებას ესწრებოდნენ PSP ჯგუფის დამფუძნებლები და თანამშრომლები, მედიის წარმომადგნლები, ინფლუენსერები და საზოგადეობის ცნობილი სახეები. უკვე 25 წელია PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელია და სწორედ მომხმარებლის ინტერესისა და მოთხოვნის გათვალისწინებით PSP-მ საქართველოში პირველად შემოიტანა კორეული ნატურალური კოსმეტიკის ბრენდი - მიზონი. მიზონი მსოფლიოში ცნობილი კორეული კოსმეტიკური ხაზია, რომელიც ლოკოკინის მუცინის ექსტრაქტზეა დამზადებული ნებისმიერი ასაკის და კანის ტიპისთვის. სწორედ ეს კომპონენტი ახდენს კანის სწრაფ და ეფექტურ რეგენერაციას და ლიფტინგს. „მიზონი“ უზრუნველყოფს კანის სიჯანსაღეს და ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტს. PSP-ს მარკეტინგის დირექტორის თორნიკე გურულის თქმით, ქსელი "მიზონთან" ხელშეკრულების გაფორმებით მომხარებლებს მაღალი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს. "კორეული კოსმეტიკა მსოფლიოში ძალიან ტრენდულია, შესაბამისად PSP-მ როგორც ლიდერმა კომპანიამ გადაწყვიტა ლიდერ კორეულ ბრენდთან გაეფორმებინა ხელშეკრულება. დღეიდან PSP-ს სააფთიაქო ქსელში "მიზონი" იქნება წარმოდგენილი. ქალები და მამაკაცები უკეთესად იზრუნებენ საკუთარი კანის ჯანმრთელობაზე და PSP-ს ქსელში "მიზონი" ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება", - აღნიშნა გურულმა.
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)