|
2019-09-20 20:58:58, 1740 ნახვა
საზოგადოება
მარნეულის წითელ ტყემალში საღებავი არ აღმოჩნდა - გერმანული ინსტიტუტის დასკვნა
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის (SGS Institut Fresenius - https://www.institut-fresenius.de/en/) დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა. - ამის შესახებ მარნეულის სასურსათო ქარხნის განცხადებაშია ნათქვამი და განცხადებას თან შესაბამისი დოკუმენტებიც ერთვის. "როგორც განვაცხადეთ, 23 აგვისტოს კომპანიამ თავისი წარმოების დალუქული ტრადიციული წითელი ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიაში (SGS Institut Fresenius - https://www.institut-fresenius.de/en/) გააგზავნა. მარნეულის სასურსათო ქარხანამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, იმისათვის, რომ მათი ზედამხედველობით ტრადიციული წითელი ტყემლის ნიმუშების აღება და დალუქვა მომხდარიყო. კომპანიამ სხვადასხვა თარიღით წარმოებული პარტიიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემთხვევის პრინციპით შერჩეული და დალუქული რამდენიმე ბოთლი გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა. შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, 6 საკვებ პროდუქტში, მათ შორის მარნეულის სასურსათო ქარხნის მიერ წარმოებულ წითელ ტყემალში, არასაკვები საღებავი აღმოჩნდა.
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)