|
2019-09-20 19:39:07, 1421 ნახვა
საზოგადოება
„კრიმინალების პრეზიდენტი“ - ათონელის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. დემონსტრანტები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებას აპროტესტებენ. „მთავარი კრიმინალი ამ ქვეყნის ზის სოლოლაკის სასახლეში და ამ ქალს(სალომე ზურაბიშვილს) ნამდვილად არავინ არაფერს არ ეკითხება. თუმცა რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება. ის რომ ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება“ და გიორგი გახარია წინასაარჩევნოდ გაურიგდნენ კრიმინალებს, ეს ყველაფერი საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა, უამრავი ფაქტით“, - აღნიშნა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა წარწერებიანი ბანერები აქვთ მოტანილი, მათ შორის: „პოლიელის მკვლელი შეწყალებულია, მოზარდის მკვლელი შეწყალებულია, ძებნილი შეწყალებულია, გავრილოვის პატიმრები არა, დეკანოზი მამალაძე არა“; „პრეზიდენტი უნდა წავიდეს“; „კრიმინალების პრეზიდენტი“; „ქურდული ოცნება“; „სანამ გაეროში რამეს იტყვი, ტექსტი წაგვაკითხე“. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები აპირებენ მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე #სირცვილიას აქციას „ერთად ერთის წინააღმდეგ“ შეუერთდნენ.
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)