|
2019-09-20 13:17:49, 1041 ნახვა
საზოგადოება
კიდევ ერთი კარავი პარლამენტთან - დეკანოზის ძმა პროტესტს საკანონმდებლო ორგანოსთან აგრძელებს
მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ პარლამენტთან კარავი გაშალა. როგორც მამალაძემ აღნიშნა, ის დეკანოზის გათავისუფლებას ითხოვს და დასძინა, რომ მისი ძმა უდანაშაულოა. "ჩემი უდანაშაულო ძმა დღემდე იხდის სასჯელს. ის პარალიზებულ მდგომარეობაშია. ასევე სოლიდარობას ვუცხადებ 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულ ადამიანებს, რომლებიც უდანაშაულოდ იმყოფებიან საპყრობილეში. მე ვიქნები აქ, მანამდე სანამ ჩემი ძმა არ გათავისუფლდება. მინდა უთხრა ყველას, რომ დიდი მოთმინების უნარი მაქვს და არ დავიღლები", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ. მანამდე თორნიკე მამალაძეს კარავი საპატრიარქოსთან რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა გაშლილი. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან კარავი პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკასვილს უკვე წელიწადზე მეტია აქვს გაშლილი.
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)