|
2019-09-20 11:47:22, 1021 ნახვა
საზოგადოება
„მოვედით, რათა ციხელაშვილს ვალდებულებები შევახსენოთ“ - პარლამენტთან #სირცხვილიას აქცია მიმდინარეობს
სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები პარლამენტის შესასვლელთან გამოფენას მართავენ და საოკუპაციო ზოლთან არსებულ ვითარებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს ადგილზე საოკუპაციო ზოლთან მდებარე დაზიანებული სახლების ფოტოები აქვთ მოტანილი ადგილზე „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარიაც იმყოფება. „ჩვენი შეგრების მთავარი მიზეზი არის რომ მთავრობას ვანახოთ სურათები, სადაც არის წარმოდგენილი დანგრეული სახლები, რომლებიც 2008 წლიდან არ არის აღდგენილი. აგვისტოს პერიოდში ბორდერიზაცია მიმდინარეობდა ისინი ესტუმრნენ ამ სოფლებს, დაპირდნენ სოციალურ დახმარებას, სახლების აღდგენას, მაგრამ უკვე სექტემბრის ბოლოა და ჯერ არაფერი გაკეთებულა. მათთვის სტატუსიც კი არ მიუნიჭებიათ. მოვედით აქ, რომ ციხელაშვილს შევახსენოთ აქამდეც ჰქონდა ვალდებლებები და აგვისტოში კიდე დამატებითი გასცა“, - აღნიშნა აქციის მონაწილემ. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ.
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)