|
2019-09-19 16:57:38, 1689 ნახვა
საზოგადოება
მაგისტრალზე ტრაილერი პატრულს დაეჯახა - ერთ-ერთი პოლიციელის მდგომარეობა მძიმეა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ. არსებული ინფორმაციით, გზისპირა ზოლში გაჩერებულ საპატრულო პოლიციის ავტომობილს მოძრავი ტრაილერი შეეჯახა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესებისა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მას ქარელის საავადმყოფოდან თბილისში შსს-ს ვერტმფრენით გადაიყვანენ. "სარეზერვო ზოლში მდგარ საპატრულო პოლიციის მანქანას უკნიდან შეეჯახა დიდი სიჩქარით მოძრავი ტრაილერი, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ამოტრიალდა. შეჯახების შედეგად პოლიციის ორი თანამშრომელი დაშავდა. მათგან ერთი მძიმედ დაშავდა, მეორე მსუბუქად", - აცხადებენ უწყებაში.
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)