09:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-19 15:06:23, 4036 ნახვა

კომენტარი
თურნავა - ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი არ განიხილება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება.

„არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან  ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები", - განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს განხილვა, თუ როგორ მოხდეს თითოეული დარგის მართვა კიდევ უფრო ეფექტიანად არსებული სტრუქტურის ფარგლებში.

„რაც შეეხება ენერგეტიკას, ის არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი. ენერგეტიკაში ჩვენ ავირჩიეთ რეფორმის გზა - ევროპული ტიპის ენერგეტიკული სექტორის შექმნა, რომელსაც არ გადავუხვევთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics