|
2019-09-17 14:54:59, 1336 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტრ მიკიშკას უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე. გაცნობით შეხვედრაზე თეა წულუკიანმა ჩეხ დიპლომატს იუსტიციის სამინისტროს როლი, სტრუქტურა და უწყების მუშაობის სპეციფიკა გააცნო. შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ ინსტიტუციური დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობა, სახელმწიფოს ეფექტური წარმომადგენლობა საერთაშორისო სასამართლოებში იუსტიციის სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტებია. მინისტრმა ჩეხეთის ელჩს ინფორმაცია ასევე მიაწოდა იმ ძირითადი პრიორიტეტების შესახებ, რომლებიც პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების 2019-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს. მხარეებმა ისაუბრეს პატიმართა რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის, დანაშაულის პრევენციისა და განმეორებითი დანაშაულის შემცირების საკითხებზე. თეა წულუკიანის თქმით, ქვეყანაში საზოგადოების უსაფრთხოებისა და კრიმინალის შემცირებისათვის ეს მიმართულებები უმნიშვნელოვანესია.
(NS)
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)