|
2019-09-17 11:08:43, 1459 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა უმუშევრობის მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 22%-ის აზრით, მუშაობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელის შეშლას ასახელებს. ამავე კვლევის თანახმად, 19% პროცენტის განმარტებით, მუშაობაში სხვა მოვალეობები უშლის ხელს. 17% პირადი კავშირების გარეშე ვერ პოულობს სამსახურს. 12% სამუშაოს ასაკის გამო ვერ პოულობს.9% კი, მიზეზად, სამუშაოსა და უნარების შეუსაბამობას ასახელებს. რაც შეეხება, გამოკითხულთა 7% უმუშევრობის მიზეზიად სურვილის არ ქონას ასახელებენ, 2%-ს კი არ აქვს მუშაობის ფინანსური საჭიროება. NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის თქმით, მათი პროცენტული მაჩვენებელი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)