|
2019-09-17 10:16:21, 814 ნახვა
საზოგადოება
სასტუმრო „სტამბაში“ თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გაიხსნა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, სასტუმრო "სტამბაში" თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. სტუმრებმა "აჭარა ჯგუფის" მიერ მუზეუმისთვის დათმობილი სივრცე დაათვალიერეს. ღონისძიება ფრანგი არტისტების დუეტის, ვენსან მუნისა და პრისცილა ტელმონის ვიდეო ინსტალაციით "Unus Mundus: რიტუალები და ტრანსი" გაიხსნა. შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ მიმართა და ახალი მუზეუმის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "მინდა ქალაქს მივულოცო კიდევ ერთი არაჩვეულებრივი სივრცის შექმნა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თბილისი რეგიონში კულტურის დედაქალაქი უნდა გახდეს. მულტიმედიური მუზეუმის გახნა, რომელსაც თავისი მედიათეკაც ექნება, სწორედ ამ მიმართულებაზე მეტყველებს - ეს რეგიონში პირველი ფოტომუზეუმია. რაც შეეხება მედიათეკას, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ქალაქ თბილისის მერია მომავალი წლიდან სწორედ მისი მოწყობის კომპონენტში ჩაერთვება", - განაცხადა სოფო ხუნწარიამ. მუზეუმის პრეზენტაცია თბილისის ფოტოფესტივალის საიუბილეო, მე-10 გამოშვების გახსნის კვირეულის ფარგლებში შედგა. თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის შექმნა შესაძლებელი გახდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული პროექტით - "სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისათვის", ხოლო სივრცე მუზეუმს "აჭარა ჯგუფმა" სასტუმროს "სტამბა" ტერიტორიაზე დაუთმო. მუზეუმის ბაზაზე გაიხსნება მედიათეკა და მულტიმედიური არქივი, რომელიც ფოტოწიგნებისა და თბილისის ფოტოფესტივალის 10-წლიანი არსებობის მანძილზე დაგროვილი მულტიმედიური პროექტების კოლექციას დაეთმობა, გარდა ამისა, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევროპული ფოტოინსტიტუციებისგან საჩუქრად გადმოცემული საარქივო მასალა.
(NS)
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)