|
2019-09-16 16:44:39, 938 ნახვა
საზოგადოება
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სემინარის მიზანს, დასაქმების პროგრამებისა და სერვისების ცნობადობის ამაღლება და მათ შესახებ საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა. ღონისძიება სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ გახსნა. სემინარს მედიის, არასამთავრობო სექტორის, პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის, კოლეჯებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა სტუმრებს სააგენტოს პროგრამების, მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები დადებითად შეაფასა და ამ მიმართულებით სამუშაოების კიდევ უფრო გაფართოების სურვილი გამოთქვა. სემინარზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ შრომის უსაფრთხოების საკითხებზე პრეზენტაცია გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა სამუშაო პროცესის დროს არსებულ გამოწვევებზე, მომსახურების სტანდარტებსა და მათი განვითარების სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს.
(NS)
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)