|
2019-09-16 12:05:57, 896 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელოში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებილ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში, მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, ყოფილი უნივერსიტეტის შენობაში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, დამონტაჟდა წყლის საქაჩი ახალი ტუმბო და კორპუსში მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა. ასევე, სამეგრელოში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ჭითაწყარში, ელქსელისა და აღმაშენებლის №222-ში მდებარე, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობებში. დაგეგმილია ინფრასტრუქტურული სარემონტო სამუშაოების დაწყება ხუბულავას ქუჩაზე №14-ში (ყოფილი ვეტლაბორატორიის ერთსართულიანი შენობა) დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში. სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ ადგილზე დაათვალიერა. აღნიშნულ ობიექტებზე იმყოფებოდნენ და სამუშაოების მიმდინარეობას მონიტორინგი გაუწიეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის მოადგილე დავით მიქავამ, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ და სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის წევრებმა.
(NS)
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)