|
2019-09-16 11:27:35, 11796 ნახვა
Lifestyle
„მისია შევასრულე“ - დემნა გვასალიამ მის მიერ შექმნილი ბრენდი Vetements-ი დატოვა
ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ მის მიერ დაფუძნებული ბრენდი Vetements-ი დატოვა, - ამის შესახებ wwd.com იუწყება. "Vetements-ი ყოველთვის კრეატიული ხალხის ადგილი იყო. ჩვენ გავაგრძელებთ ბრენდის საზღვრების გაფართოებას და პატივისცემას იმ ფასეულობებისა, რომელიც ბრენდს გააჩნია. ის, რასაც დემნამ მიაღწია ბოლო რადენიმე წელში, წარმოადგენს საკვანძო ნაწილს Vetements-ის ისტორიაში. ძალიან მადლიერები ვართ დემნასი იმისთვის, რაც მან Vetements-ის განვითარებისთვის გააკეთა“, - განაცხადა დემნას ძმამ, გურამ გვასალიამ, რომელიც ციურიხში მდებარე მოდის სახლის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. მედია საშუალების ინფორმაციით, ძმებ გვასალიებს სხვა დამატებითი განცხადება და კომენტარი საკითხთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ. მედიის ცნობით, დემნა გვასალია აგრძელებს „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორის მოვალეობის შესრულებას, რომელმაც 2020 წლის გაზაფხულის კოლექცია პარიზში 29 სექტემბერს უნდა წარმოადგინოს. wwd იტყობინება, რომ 38 წლის გვასალიას წასვლა "მის მიერ სხვა მწვერვალების დაპყრობის სურვილით არის განპირობებული". "ეს ბრენდი იმის გამო შევქმენი, რომ არსებული მოდით კმაყოფილი არ ვიყავი. მოსაწყენი იყო ყველაფერი. Vetements-მა ყვეაფერი შეცვალა. ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე", - განაცხადა დიზაინერმა.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)