|
2019-09-15 22:29:42, 12273 ნახვა
საზოგადოება
ბედიის 999 წლის უნიკალური კომპლექსი განადგურების პირასაა
ბედიის 999 წლის უნიკალური კომპლექსი განადგურების პირასაა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ტაძრის კედლები თითქმის სრულად დაზიანებულია. განადგურებულია მეათე საუკუნის უნიკალური ფრესკები. ვიდეოში კარგად ჩანს ვანდალიზმი. ღვთისმშობლისა და სხვა ფრესკებზე იკითხება რუსული წარწერები. აყრილია ტაძრის იატაკი, შენობაში ჩანს ხარაჩოები და მიმდინარეობს არასათანადო მეთოდოლოგიით სარესტავრაციო სამუშაოები. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს ნიკა ანთიძის თქმით, ბედიის უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში ვითარება საკმაოდ რთულია, ამის მიზედად კი რუსული ოკუპაცია დაასახელა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საერთაშორისო თანამეგობრობას უახლოეს დღეებში მიმართავს, რათა ერთობლივი მონიტორინგი განხორციელდეს ყველა იმ კულტურულ ძეგლზე, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩადენილი ვანდალიზმის გამო, განადგურების საფრთხის ქვეშ იმყოფება. "სამწუხაროა, ის რომ ამ კადრებში კარგად ჩანს ტაძრის ტერიტორიაზე ანუ ინტერიერში, რომ დგას ისევ ხარაჩოები, დგას დუღაბისთვის მოსაზელი აპარატურა და შესაბამისი მოწყობილობები, თვითონ ძეგლი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ზუსტად ოკუპაციის შედეგად ძეგლი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მივმართავთ, საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რამენაირად დაიძრას ის პროცესი, რათა ერთობლივი მონიტორინგი მაინც განხორციელდეს იმ ძეგლებზე, რომელიც ასევე სავალალო მდგომარეობაშია და რომელზეც ძალიან ბევრი უხეში ჩარევაა განხორციელებული" - აცხადებს, ნიკა ანთიძე.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)