|
2019-09-14 14:37:33, 2353 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს
დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. „შაბათობები“ გრძელდება, რომლის ფარგლებში, სამგორის რაიონში დასუფთავდება და მოირეცხება ვარკეთილის ზემო პლატოს ცენტრალური გზები, მიმდებარე ფერდობები, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერები და ასევე, გაიწმინდება სანიაღვრე ქსელი. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე გაეცნენ. მერის მოადგილის თქმით, მსგავსი ტიპის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალშიც განხორციელდება. „ადგილობრივი მაჟორიტარის და მერიის ინიციატივით, ტარდება დასუფთავების მასშტაბური აქცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ უბანს თანაბრად მიექცეს ყურადღება. მუნიციპალიტეტის მხრიდან მსგავსი აქციები კვლავ გაგრძელდება და ვფიქრობთ, ეს მაგალითია მოსახლეობისთვის, რომ ერთად ვიზრუნოთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოზე“, - აღნიშნა მაია ბითაძემ. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის განცხადებით კი, მთელი დღის განმავლობაში, შესაბამისი ტექნიკა იქნება მობილიზებული, რომ დასუფთავების და მორეცხვის სამუშაოები განხორციელდეს. „ვარკეთილის ზემო პლატოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები მოიცავს დასუფთავებას, როგორც შიდა კვარტალური გზების, ასევე არსებული პარკებისა და სკვერის. ჩატარდება მორეცხვის სამუშაოები, გაიწმინდება სანიაღვრე ჭები. მთელი დღის განმავლობაში, ჩვენი პირადი შემადგენლობა იქნება მობილიზებული შესაბამისი სპეციალური ტექნიკით“, - აღნიშნა ლევან ჯღარკავამ. აღნიშნულ აქციაში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების სამსახურის 70-მდე, ხოლო სანიაღვრე სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის სამსახურის ექვსი თანამშრომელი. ადგილზე, ასევე მობილიზებულია „თბილსერვის ჯგუფის“, როგორც სანიაღვრე ქსელებისთვის, ასევე დასუფთავებისთვის განკუთვნილი ტექნიკა.
(NS)
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)