|
2019-09-14 12:57:58, 1940 ნახვა
საზოგადოება
„ყოჩაღ თეა, თავდებში ვუდგები“ - მეჭიაური ქუცნაშვილის ცოლისა და #სირცხვილიას წევრის ინციდენტს გამოეხმაურა
თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის ზაქარია ქუცნაშვილის ცოლისა და სამოქალაქო მოძრაობის „სირცხვილიას“ აქტივისტის ირაკლი არეშიძის ინციდენტს გამოეხმაურა. „ყოჩაღ თეა, თავდებში ვუდგები“, - წერს facebook-ის საკუთარ გვერდზე თამაზ მეჭიაური. შეგახსენებთ, რომ „სირხვილიას“ აქტივისტმა ირაკლი არეშიძემ განაცხადა, რომ ზაქარია ქუცნაშვილის მეუღლემ მას სახეში დაარტყა. როგორც არეშიძე აღნიშნა, შემთხვევა გონიოს სასტუმროში მოხდა. „გონიოში, სასტუმროში, სადაც ზაქარია ქუცნაშვილი თავის მეუღლესთან ერთად ისვენებდა ვეძახდი, რომ თქვენ ხართ გავრილოვის მონა, თქვენ გამო ადამიანები ციხეში არიან, ადამიანებს თვალები დაეთხარათ, თქვენ კიდევ აქ ისვენებთ და ასე შემდეგ. ის მეუბნებოდა, აბა, ჩამოდიო. მერე რომ ჩავედით, „ჩექ აუთი“ იყო, მომვარდა მისი ცოლი, გამოექანა და მთხლიშა, ვის უწოდე მონაო. დავრეკე 112-ში და გამოვიძახე პატრული“, - განაცხადა აქტივისტმა მტავარ არხთან საუბარში. ფაქტთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რის საფუძველზეც საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)