|
2019-09-14 10:34:07, 1681 ნახვა
საზოგადოება
მხატვრის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მხატვრის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. რთული რელიეფის გამო, გასულ წელს მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად, თავდაპირველად, ქუჩის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები ჩატარდა. მიმდინარე წელს კი საგზაო პროექტის განხორციელება დაიგეგმა. პირველ ეტაპზე, მხატვრის ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ და „სილქნეტმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები განაახლა. ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია ბორდიურიც. ამ დროისთვის, მოწესრიგებული ქუჩის ერთ მონაკვეთზე ქვაფენილის მოწყობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, დანარჩენ ტერიტორიაზე კი ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაოების მიმდინარეობას ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. „მხატვრის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება დასკვნით ეტაპზე გადადის, რაც სასიხარულო ფაქტია. აქ მცხოვრებ ადამიანებს დაზიანებული გზის, გაუმართავი კომუნიკაციებისა და რთული რელიეფის გამო, გადაადგილების პრობლემა ექმნებოდათ. ამ დროისთვის, მიწისქვეშა ქსელები მოწესრიგებულია და დარჩენილია გზის საფარის განახლების სამუშაო. ქუჩის ნაწილზე ქვაფენილი მოეწყობა, ხოლო ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება, რაც კომფორტულად გადაადგილების პირობებს შექმნის“, - განაცხადა ვაკის გამგებელმა. მხატვრის ქუჩაზე სულ, 1 800-მდე კვ. მ ფართობის გზა განახლდება. პროექტის ღირებულება 120 556 ლარს შეადგენს.
(NS)
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)