|
2019-09-13 13:04:47, 1273 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა ლაზარევაცის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო
ქართული საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია სერბეთში დაინერგა. სერბეთის ქალაქ ლაზარევაცის მუნიციპალიტეტში ქართული მოდელის საფუძველზე შექმნილი საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრმა ბრანკო რუჟიჩმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ლაზარევაცის მუნიციპალიტეტის მერი სანდრა პანტელიჩი, საქართველოსა და სერბეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილი. სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, რომელიც იზიარებს საქართველოს გამოცდილებას სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისა და რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებზე ზრუნვის კუთხით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირში გაწევრების გზაზე მდგარი სახელმწიფო საქართველოსგან იღებს მაგალითს და ქვეყანაში ნერგავს საჯარო ადმინისტრირებისა და მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციას. „ჩვენ გვჯერა, რომ ეს და სხვა მიღწევები, რაც საქართველოს აქვს საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით, იქნება შესანიშნავი აქტივი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც მიმართულია ხარისხის ზრდასა და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობაზე“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად სერბეთის რესპუბლიკის საჯარო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრმა ბრანკო რუჟიჩმა მიიწვია. რუჟიჩი საქართველოში 2017 წლის ნოემბერში იმყოფებოდა, როცა ხელი მოეწერა და საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცენტრების ქართული მოდელის სერბეთში დანერგვის პროცესს. ქართული დელეგაცია სერბეთში 13 სექტემბრამდე იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი უკვე შეხვდა სერბეთის პრემიერ-მინისტრს. თეა წულუკიანი დღეს სერბეთის რესპუბლიკის იუსტიციის სახელმწიფო მდივანს შეხვდება.
(NS)
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)