|
2019-09-13 12:15:32, 1432 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის გამგეობა საბავშვო ბაღების ეზოებში ასფალტის საფარს აწესრიგებს
დიდუბის გამგეობა რაიონში არსებული საბავშვო ბაღების ეზოებში საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. სამუშაოების ფარგლებში, შვიდი საბავშვო ბაღის ეზოში, დაახლოებით, 6 495 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ბაზალტის ბორდიური და მოწესრიგდება ტროტუარი. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორთან, კახაბერ გვანცელაძესთან ერთად გაეცნო. „დიდუბის გამგეობა საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ინფრასტრუქტურა ამ დრომდე მოუწესრიგებელი იყო, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საჭიროებები გავითვალისწინოთ, რათა აღსაზრდელებმა განათლების მიღება მოწესრიგებულ გარემოში შეძლონ“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა. საგზაო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები „დრო“ და „ლუკრი“ ასრულებენ. პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 282 318 ლარი გამოიყო.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)