|
2019-09-12 11:32:59, 8506 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთში ესტუმრება
ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთში ესტუმრება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებთან საუბრის დროს სამხედრო მართვის ცენტრში განაცხადა. ქართველმა სამხედროებმა ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრად დანიშვნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ტელეხიდით ჩართვისას მან სამხედრო მოსამსახურეებს თანადგომა აღუთქვა და განაცხადა, რომ თითოეული მათგანის მეგობარი იქნება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობები გაუმჯობესდეს და მათ კიდევ უფრო უკეთეს გარემოში შეძლონ ემსახურონ სამშობლოს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ის ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთშიც ესტუმრება და მათ საქმიანობას ადგილზე პირადად გაეცნობა. თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ქართველი მშვიდობისმყოფელების წვლილზე და პარტნიორების მხრიდან მათ დადებით შეფასებაზე გაამახვილა ყურადღება. სამინისტროს მართვის ცენტრიდან ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაიაც მიესალმა და თავდაცვის მინისტრს სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამჟამად, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში მონაწილეობენ. ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული კონტინგენტი სამ ლოკაციაზე, ხოლო ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში, ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში არიან დისლოცირებულნი.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)