|
2019-09-10 17:48:30, 2498 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა
10 სექტემბერი „ენერგეტიკოსის დღეა" - ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს პროფესიული დღე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მიულოცა. ნათია თურნავას განცხადებით, ყოველი ადამიანი, რომელიც პროფესიულად ჩართულია ენერგეტიკის დარგის მშენებლობაში, ასრულებს ისტორიულ ფუნქციას, რადგან ქვეყნის მომავალი, განვითარება და ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, გადის სწორედ ენერგეტიკაზეც. „მე შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო იმ დიდ ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებმაც, რეალურად, სასიკეთო გარდატეხა უნდა შეიტანონ ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობაში, თუმცა, ყველაფერი უფერულდება, თუ ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას არ გადავუხდით ადამიანებს, რომლებიც საჯაროდ არ ჩანან, მაგრამ მათ გარეშე არ იქმნება არაფერი - ისინი დღე და ღამე შრომობენ, აშენებენ, ქმნიან, სწავლობენ, წვალობენ, ასრულებენ სარისკო სამუშაოებს იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს უწყვეტი ენერგომომარაგება, გვქონდეს გენერაციის ახალი ობიექტები, გვქონდეს ახალი ტექნოლოგიები, გვქონდეს მწვანე განვითარება და გვქონდეს მომავალი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
(NS)
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)