|
2019-09-09 16:21:07, 1670 ნახვა
საზოგადოება
თალაკვაძე: თუ ბატონ ხაზარაძეს ექნება სურვილი და შესაძლებლობა შექმნას პოლიტიკური პარტია, მას ეს შეეძლება
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "თიბისი ბაკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყველა მსურველს აქვს საშუალება პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბოს. თალაკვაძის თქმით, ხელისფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ შესაძლებლობას მისცემს ყველა მსურველს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. "ჩვენი კანონმდებლობა ცხადად არეგულირებს თუ როგორ შეიძლება შექმნა პოლიტიკური პარტია და შემდეგ ეს პოლიტიკური პარტია, როგორ მონაწილეობს არჩევნებში. საქართველოში არის რეგისტრირებული 400-მდე პოლიტიკური პარტია და მხოლოდ 30-მდე პოლიტიკური პარტია არის რეალურად აქტიური და ფუნქციური. ეს მიუთითებს იმაზე, რომ წარსულში ბევრ ადამიანს ჰქონდა სურვილი შეექმნა პარტია, მაგრამ არსებულ პოლიტიკურ სისტემაში არის ბევრად ნაკლები რაოდენობა პარტიების, რომლებიც რეალურ გავლენას ახდენენ პოლიტიკის კეთებაზე. რაც შეეხება ბატონი ხაზარაძის შესაძლო სამომავლო გეგმებს, ისინიც, როგორც სხვები ისარგებლებენ იგივე კანონმდებლობით, თუ მათ ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა შექმნან პოლიტიკური პარტია, მათ ეს შეეძელბათ. რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, ჩვენ ვცვლით საარჩევნო სისტემას იმგვარად, რომ ძველ, არსებულ კონსერვატიულ პარტიებს თუ ახალ პარტიებს, ყველას ექნება შესაძლებლობა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და ჰქონდეს რეალური შანსი, რომ წარმომადგენლობა მოიპოვოს პარლამენტში. ამისთვის შემოგვაქვს ნულოვანი ბარიერი ერთჯერადად", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)