|
2019-09-09 15:11:11, 2712 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ინვესტიციის მოცულობა სტაბილურად იზრდება
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურად იზრდება ადგილობრივი ინვესტიციის მოცულობა, რაც 2018 წლის წლიური სტატისტიკის შედეგმაც დაადასტურა. ჩემთვის, როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა მეწარმემ, ქართველმა ინვესტორმა, მიუხედავად გარკვეული შიდაპოლიტიკური გამოწვევებისა, ირწმუნა, რომ საქართველოს ეკონომიკა მიმზიდველია და დებს ფულს საკუთარი ბიზნესის განვითარებაში. პირველ რიგში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. 2019 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის კომენტირებისას, მინისტრმა განაცხადა, რომ განახლებული საინვესტიციო პოლიტიკის წყალობით შესაძლებელი გახდა, 2019 წელს ძალიან მიმზიდველი საინვესტიციო პორტფელის მომზადება. „საუბარია 3,5 მლრდ. ლარის ინვესტიციაზე ენერგეტიკაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში და სხვა. ეს არის რეალური პროექტები, რომელთა განხორციელებაც წელს მალე დაიწყება ან უკვე დაწყებულია და აისახება მომავალი წლის სტატისტიკაში. მათ შორის, ისეთი მსხვილი პროექტები, როგორიცაა ენერგეტიკაში „ნამახვანიჰესი", რომლის მშენებლობაც წლის ბოლომდე დაიწყება და დაახლოებით 1 მლრდ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ასეთი პროექტია ქუთაისში, სადაც რეგიონში პირველი ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობაც დაწყებულია და ა.შ. აღნიშნული ინვესტიცია 2020 წლის სტატისტიკაში აისახება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)