12:47 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-07 11:37:19, 1859 ნახვა

კომენტარი
გახარია - ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა ეს იყო პარლამენტის შენობაზე შტურმის ღამე

„ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა ეს იყო ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის შენობაზე შტურმის ღამე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ტერმინი დავამკვიდროთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში ყოფნა და კითხვებზე პასუხის გაცემა ადასტურებს, თუ რამდენად არიან თავიანთ სიმართლეში დარწმუნებულები.

„ჩვენ რა თქმა უნდა გვესმის ყველაფერი, რაც ამ დღესთან არის დაკავშირებბული, თუმცა ერთმნიშვნელოვნად გვაქვს პოზიცია, რომ ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა ეს იყო ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის შენობაზე შტურმის ღამე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ტერმინი დავამკვიდროთ. იმ ღამეს განსაკუთრებით უკანონო არცერთი ბრძანება არ გაცემულა. ამაზე ჩვენ ვიღებთ სრულად პასუხისმგებლობას და როდესაც ვიღებთ დამატებით პასუხისმგებლობას იმის სახით, რომ ვზივართ დღეს აქ თქვენს წინაშე და პასუხებს ვცემ თქვენს კითხვებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად ვართ ჩვენს სიმართლეში დარწმუნებულები. ამას გამოძიებაც დაადასტურებს, დროც და პოლიტიკური შეფასებებიც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics