|
2019-09-06 18:26:02, 1294 ნახვა
საზოგადოება
გვარამია: „მთავარი არხის“ მიკროფონის ირგვლივ ყველაფერი მზადაა, ჩემი იზოლირება შედეგს აღარ გამოიღებს
„მთავარი არხის“ მიკროფონია პრობლემა“, - ამის შესახებ ტელეკომპანიის მფლობელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გვარამიამ პროკურატურაში შესვლამდე აღნიშნა, ედავებიან აბსურდულ საქმეს და კომენტარის გაკეთება არ აპირებს. „ეს მიკროფონია („მთავარი არხის“) არის პრობლემა. მე დავიჭერ, რომელიც დროებითია და მალე იქნება ნამდვილი და საბოლოოდ ყველა დანარჩენზე ლამაზი და კარგი, ისევე როგორც ნიუსი ყველაზე უკეთესი. ბოდიში ყველასთან კოლეგებო, მაგრამ მთავარი მიზეზი არის ეს მიკროფონი. დღეს ვარ აბსოლურტურად ემოციებისგან დაცლილი და მშვიდი, რამდენიმე მიზეზის გამო. უკვე ეს გაბრაზება იმასთან დაკავშირებით რომ კორუფცია ჩემთვის წითელი ხაზია და მიუღებელი, უკვე ამის გამოხატვაც არ შემიძლია, იმიტომ რომ პროკურატურისგან მომდის ანეგდოტები, მოგონილი ისტორიები, რომელიც ბუნებაში არ ყოფილა. მეუბნებიან, რომ ფული რომელიც იყო არ ყოფილა. მერე რაა, რომ ბანკში შეტანის საბუთი არსებობს. აი, ასეთ სისულელეს რა უნდა ვუპასუხო?! ვარ მშვიდად, ასევე, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების მთავარი საქმე უკვე გავაკეთე და დავასრულე. აი ამ მიკროფონის ირგვლივ ყველაფერი მზად არის და გაკეთებულია. ჩემი სადმე ჩაჯენა და იზოლირება არავითარ შედეგს აღარ გამოიღებს“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ. შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, გვარამიას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)