|
2019-09-06 10:32:02, 851 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: წელს რთველი წარმატებით ჩაივლის და ბოლო წლებში არსებული დადებითი ტენდენციები შენარჩუნებული იქნება
„წელს, გასული წლების მსგავსად, რთველის საკოორდინაციო შტაბის ორგანიზებულად მუშაობს, მობილიზებულია ადამიანური და ტექნიკური რესურსი. ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პროცესში ორგანიზების, მოსავლის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის კუთხით არის ჩართული. საწარმოებში ჩაბარებული ყოველი კილოგრამი ყურძენი აღირიცხება, რაც მიკვლევადობისა და ღვინის ხარისხის კონტროლისთვის მნიშვნელოვანია. კოორდინირებულად მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარების პროცესი, რათა ფერმერებს არ შეექმნათ პრობლემები. რაც შეეხება ყურძნის ფასს, გარკვეული ოპოზიციური ძალების მხრიდან გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა. მიუხედავად ღვინის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან, რუსულ ბაზარზე პოტენციური შეფერხებების გამო შექმნილი უარყოფითი მოლოდინებისა, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ რქაწითელის ფასი 70 თეთრზე ნაკლები არ იყოს. უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მიკროზონაში, ხარისხის მიხედვით, ყურძნის ფასი კიდევ უფრო მაღალია. რაც შეეხება კახურ მწვანეს, ამ შემთხვევაში ფასი 90 თეთრიდან იწყება. საფერავის ჯიშის ყურძნის შემთხვევაში, ფასი მინიმუმ 1.5 -1.7 ლარს, ხოლო კონკრეტულ მიკროზონებში, ხარისხის შესაბამისად, 1.85 – 2 ლარს შეადგენს. რთველი სრულად სამეურნეო პროცესია და რთველის კონტექსტში, პოლიტიკური განცხადებები და სპეკულაციები მიუღებელია. 2019 წლის რთველი წარმატებით ჩაივლის და ბოლო წლებში არსებული დადებითი ტენდენციები შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე პარლამენტარების კითხვებზე პასუხად.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)