|
2019-09-05 23:07:27, 930 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - ბალნეოლოგიური კურორტების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მომზადდა სპეციალური კვლევა, რომლითაც განისაზღვრა სამედიცინო კუთხით საქართველოში არსებული პროდუქტების კონკურენტუნარიანობა. განცხადება ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში გამართულ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა. ასეთ კონკურენტულ პროდუქტებს შორის მინისტრობის კანდიდატმა დაასახელა კარდიოლოგია, ოფთალმოლოგია, პლასტიკური ქირურგია, თმის გადანერგვა, ფაგები და სხვ. „ აღნიშნული მიმართულების განვითარებას ვუყურებთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონის მასშტაბით", - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა სამედიცინო ტურიზმის კატალოგის შექმნაზე. ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების განვითარების საკითხზეც და აღნიშნა, რომ სამედიცინო ტურიზმის ეს მიმართულება ჩვენი ქვეყნის უპირატესობას წარმოადგენს და მისი განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია. NS
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)