|
2019-09-05 18:13:08, 1105 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წელს 8%-ით გაიზარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში დაცული ტერიტორიების განვითარებაზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიუხედავად ქვეყანაში ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემისა, 2019 წლის პირველ ცხრა თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 8%-ით, ხოლო შემოსავლების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში დაცული ტერიტორიების ფართობის ზრდაზე. ბოლო წელს, ტერიტორიების ფართობი 11%-ით გაიზარდა და სამომავლოდ დაცული ტერიტორიების ფართობის ზრდა დაახლოებით 100 000 ჰა-თი იგეგმება. აღსანიშნავია, რომ 4 დაცული ტერიტორია საქართველოდან პირველადაა წარდგენილი იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მოსაპოვებლად. ლევან დავითაშვილის თქმით, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ბოლო წლებში ამ მიმართულებით 20 მლნ ლარი დაიხარჯა. საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა რომ დაცული ტერიტორიების განვითარება განსაკუთრებით კარგად აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე, რადგან ტურისტების რაოდენობის ზრდით უმჯობესდება მათი ცხოვრების დონე.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)