|
2019-09-04 16:54:15, 1181 ნახვა
საზოგადოება
„კლანი უნდა წავიდეს!“ - იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია მიმდინარეობს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრა მიმდინარეობს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის მიერ არის ორგანიზებული. აქციის მონაწილეები "სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობას" აპროტესტებენ. მათ ადგილზე შემდეგი შინაარსის პლაკატები აქვთ მიტანილი: "კლანი უნდა წავიდეს!", "იურისტებო დაიცავით პროფესია", "შეფასდეს კლანური მმართველობა" და სხვა. ერთ-ერთი ორგანიზატორის კახა წიქარიშვილის განცხადებით, დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში რეზოლუცია შეიტანა. "ჩვენ, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა პარლამენტში შევიტანეთ რეზოლუცია, რომ საკანონმდებლო ორგანომ აღიაროს სასამართლოში კლანური მმართველობა. კლანი არის სასამართლო ხელისუფლების სიმსივნე, რომელიც ვითარდება და დღეს უნდა ავიდეს უზენაეს სასამართლოს თავში. იმისათვის, რომ დღეს გახდე მოსამართლე უნდა მიხვიდე კლანთან, შეჰფიცო ერთგულება და ამის შემდეგ მიგიღებენ სასამართლო სისტემაში. არ აქვს მნიშვნელობა კომპეტენციას და ცოდნას", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)