|
2019-09-04 12:46:56, 691 ნახვა
საზოგადოება
საპატიო თბილისელის წოდების მინიჭებაზე განაცხადების მიღების ვადა 14 სექტემბრამდეა
კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე საპატიო თბილისელის წოდების მინიჭების თემასაც შეეხო და კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ განაცხადების მიღების ვადა 14 სექტემბრამდეა. „ძალიან მალე თბილისობა იქნება. თბილისობის დღესასწაული, ტრადიციულად, 7 ოქტომბერს გაიმართება. თქვენ იცით, რომ ყოველ თბილისობას თბილისი მერია წარადგენს საპატიო თბილისელებს. წლევანდელი წელიც არ არის გამონაკლისი. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ საპატიო თბილისელის წოდების მინიჭებაზე განაცხადები 14 სექტემბრამდე წარმოადგინონ. იქამდე თქვენ შეგიძლიათ, წარმოადგინოთ ესა თუ ის დამსახურებული ადამიანი იმისთვის, რომ შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ, ტრადიციულად დავასახელოთ ის რჩეული ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თბილისის განვითარებაში. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ თქვენი წინადადებები, შემდეგ კი შესაბამისი კომისია ამ განაცხადებს განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)