|
2019-09-04 12:14:40, 935 ნახვა
საზოგადოება
„არ მივცემთ საშუალებას, მშვიდად ჩაატარონ სხდომები“ - პარლამენტთან #სირცხვილიას აქცია მიმდინარეობს
სამოქალაქო აქტივსტები პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენას აპროტესტებენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებამ ახალი მუხტი შეძინა საპროტესტო აქციებს, რომელიც უკვე 77-ე დღეა მიმდინარეობს და მას პერმამენრტული ხასიათი ექნება. „ჩვენ შევაწუხებთ ჩვენს დღევანდელ მთავრობას ყველაგან, სადაც მივლენ. მათ არ მივცემთ მოსვენების საშუალებას და არ მივცემთ რუსული გეგმების განხორციელების საშუალებას. მშვიდად ისინი აქ ვერ იქნებიან, მანამ სანამ აქ რუსულ პოლიტიკას გაატარებენ. როგორც ჩანს, რუსული პოლიტიკის მიმდევრები არიან. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ, იმ დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამბობდა რომ გამოძიება მიმდინარეობს და თუ საჭირო გახდა მე დავტოვებ თანამდებობასო, ამის ნაცვლად იგი დააწინაურეს და დააყენეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. რაც მოიწონა სერგეი გავრილოვმა. ამას გავაპროტესტებთ ყველაგან და არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მშვიდობიანად ჩაატარონ თავიანთი სხდომები“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)