05:53 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 18:34:05, 704 ნახვა

საზოგადოება
გიორგი აბაშიშვილი სემე-კის წევრობის კანდიდატებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი სემეკ-ის წევრობის კანდიდატებს შეხვდა.

პრეზიდენტის მრჩეველმა სემეკის ვაკანტურ თანამდებობებზე კომისიის წევრობის კანდიდატებს იმ პროცესზე ესაუბრა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაიწყო და სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევას ითვალისწინებს.

 „ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. კანდიდატების შერჩევისას, აღნიშნულ პროცესში ჩართულები არიან ექსპერტები და ამ დარგის სპეციალისტები. დაახლოებით ერთი თვეა რაც პროცესი მიმდინარეობს და დღეს შევხვდით ოცდაათზე მეტ კანდიდატს, რომლებსაც სურთ სემეკ-ის წევრობა. გავაცანით მიმდინარე პროცესი თუ როგორ მოხდება კანდიდატების შერჩევა. ეს პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა, ყველა მსურველს შეეძლო ნომინირებული ყოფილიყო წევრობის კანდიდატად. გამომდინარე იქიდან, რომ კანდიდატების რაოდენობა არის უპრეცედენტოდ მაღალი და გრძელდება კონსულტაციები ექსპერტებთან, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხს.“-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ორი წევრის პოსტია ვაკანტური. გარდა ამისა, ერთ წევრს ვადა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ეწურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics