|
2019-09-02 17:54:10, 1261 ნახვა
საზოგადოება
სალია - სატელვიზიო გადაცემების დიდი ნაწილი ჩვენთანაა, „კურიერიც“ მალე დაბრუნდება
„კომედის ჯგუფის დიდი ნაწილი ჩვენთან არის, ჩვენთან არის მაია ასათიანი, შუადღის, დილის გადაცემების დიდ ნაწილი - პრობლემას ვერ ვხედავ მალე დავბრუნდეთ „კურიერით“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, არხი ახალი სეზონისთვის ემზადება. „რუსთავი 2“-ელები დაბრუნდნენ შევებულებებიდან. მოგეხსენებათ, რომ შემოდგომის სეზონი ძალიან მალე იწყება. მზადება მიდის სეზონისთვის, იმისთვის, რომ აუცილებლად ყველა გადაცემა, რომელიც მაყურებლის სიმპატიით, სიყვარულით სარგებლობს აუცილებლად გავიდეს იმ დროს, რა დროსაც იყო დაგეგმილი. კომედის ჯგუფი ჩვენთან არის, ძალიან დიდი ნაწილი კომედის. ჩვენთან არის მაია ასათიანი, ჩვენთან არის შუადღის დილის გადაცემების ძალიან დიდ ნაწილი, შესაბამისად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმისთვის, რომ ჩვენ ეთერში შევიდეთ იმ დაგეგმილი გრაფიკით, რაც იყო და ძალიან მალე, ძალიან მალე დავბრუნდეთ „კურიერით“ მე ვსაუბრობ, რამდენიმე დღეზე, როდესაც ჩვენ შეგვეძლება უკვე სრულყოფილად მაყურებელს მივაწოდოთ ის ინფორმაცია პირველებმა, რაც ხდება ქვეყანაში“, - განაცხადა, არხის გენერალურმა დირექტორმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)