|
2019-09-02 16:53:16, 942 ნახვა
საზოგადოება
ქოშიგორას დასახლებაში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა
თბილისის მერმა ქოშიგორას დასახლებაში ახლადრეაბილიტირებული შიდა გზები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. კახა კალაძის თქმით, დასახლება თანდათან ვითარდება და მნიშვნელოვანია, აქ სხვა ინფრასტრუქტურული საკითხებიც მოგვარდეს. „ამ ტერიტორიაზე რამდენიმე თვის წინაც ვიმყოფებოდით და ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა იყო, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო. დაახლოებით, ორ კილომეტრამდე გზის საფარი მოეწყო, რადგან მძიმე მდგომარეობის გამო, აქ ავტომანქანით გადაადგილება რთული იყო. აღნიშნული დასახლება ვითარდება და საკმაოდ პრესტიჟული ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მცხოვრებ მოსახლეობას სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში დავეხმაროთ. მათ შორის, მოსაგვარებელია წყალარინების ქსელის პრობლემა. ჩვენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ამ პრობლემის მოგვარებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. რეაბილიტაციის ფარგლებში დემონტაჟი ჩაუტარდა ამორტიზებულ საფარს, მოეწყო მიწის ვაკისი და დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე. გარდა ამისა, გასულ წელს, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გზების კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, ქოშიგორას დასახლებაში, წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერთან მისასვლელი გზა დააგო. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ აწარმოებდა. რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და აგვისტოში დასრულდა. პროექტის განხორციელებისთვის 800 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. შესრულებული სამუშაოების შედეგებს, თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნენ.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)