03:36 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-02 11:21:10, 1543 ნახვა

რეგიონი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შუახევის მოსახლეობას შეხვდა

შუახევის მუნიციპალიტეტის ხიჭაურის, ხაბელაშვილების, დაბა შუახევისა და ჯაბნიძეების მოსახლეობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. მათ ხაბელაშვილების ბაგა-ბაღზე მიმდინარე სამუშაოები  დაათვალიერეს. დაწესებულება ექსპლუატაციაში უკვე ახალი სასწავლო წლიდან შევა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა  მოსახლეობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია. მინისტრებმა კი, ადგილობრივებს თავიანთი უწყებების პროგრამები პირადად გააცნეს და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხად წყალმომარაგების სისტემის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგება დაასახელა. როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, მუნიციპალიტეტში აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია და ამ სოფლების მოსახლეობის ინტერესები და საჭიროებებიც ეტაპობრივად  იქნება გათვალისწინებული. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის შეხვედრები მნიშვნელოვანია სამომავლოდ, პროექტების დაგეგმვის პროცესში, ადგილობრივების ინტერესების გასათვალისწინებლად.  



 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics